09:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 12:16:35, 261 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა

დღეს, თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა - საქართველო პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა “ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვიდნენ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის  მინისტრები სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის და ტრანსპორტის სექტორიდან. ღონისძიების  ფარგლებში დღეს გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი: “ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით",  “ტურიზმი, როგორც მსოფლიო მშვიდობის გენერატორი" და “ინოვაციის კონტროლი, ტალანტების კულტივაცია მშვიდობისთვის".

“ტურიზმი  მშვიდობის დროს, ჰარმონია  და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი.  კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის. ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად",- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები აღნიშნავენ, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის მასშტაბური ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს ქვეყნებს შორის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics