|
2024-09-27 10:49:26, 267 ნახვა
საზოგადოება
ნასარიძე - აგრარული განათლების წახალისება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე შვეიცარიული ფონდის Gebert Rüf Stiftung თავმჯდომარე როლანდ ზიგვარტს და ბორდის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა აგრარული განათლების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების მოზიდვის და მათი გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს. “სახელმწიფო ყოველთვის იქნება მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის. ამ მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. შვეიცარიულმა ფონდმა Gebert Rüf Stiftung 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ ააშენა, რომელიც სტუდენტებს მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში 3 წლიან პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. კომპლექსი ტრენინგ ცენტრსაც მოიცავს, სადაც ფერმერებსა და მოყვარულებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. “ჩვენი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ბიძგის მიცემაა. გვსურს, რომ თქვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ჩართულობას და დაინტერესებას ვხედავთ“,- აღნიშნა როლანდ ზიგვარტმა. შვეიცარიული ფონდი Gebert Rüf Stiftung ორიენტირებულია საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური გარღვევების და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)