|
2024-09-27 10:30:09, 415 ნახვა
საზოგადოება
7 თვის ნიკოლოზ ხატიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
7 თვის ნიკოლოზ ხატიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს და საქართველოში დასმული დიაგნოზის მიხედვით, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა (სავარაუდოდ) და განვითარების ეტაპების დაყოვნება აღენიშნება. მოზარდი მკურნალობას საზღვარგარეთ საჭიროებს, რისთვისაც პირველ ეტაპზე, 7 000-8 000 დოლარია საჭირო. "მეგობრებო, მოკლედ ეს ჩემი ნიკოლიკოა, ჩათვალეთ, ჩემი მეორე შვილი. თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენს ნიკოლასს თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, დიდი ნაწილი არის ატროფირებული, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა (სავარაუდოდ), განვითარების ეტაპების დაყოვნება - ეს საქართველოს დიაგნოზია, რომელსაც თურქეთი არ ეთანხმება და თვლის, რომ კვლევები არაა სრულყოფილი და რომ არასწორად მკურნალობენ ბავშვს, რამაც შეიძლება, გააუარესოს მდგომარეობა. გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ, ვიდრე მანამდე. არ ექვემდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება. ყოველი შეტევა მდგომარეობას აუარესებს... ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ და არის სასწრაფოდ გადასაყვანი... მხოლოდ ანალიზების პირველ ეტაპზე 7 000-8 000 დოლარი გვითხრეს და თუ სტაციონარი დასჭირდა, თანხა უფრო მეტი იქნება საჭირო.... ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ, რითაც და როგორც შეძლებთ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. #GE24BG0000000909921100 - "საქართველოს ბანკი" #GE57TB7741645064300055 - "თიბისი" მიმღები: ქეთევან გამეზარდაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)