10:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 17:12:09, 392 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მოლოდინი გვაქვს - არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს

არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შედეგი 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს.

"არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ვიღაცას შეიძლება, ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია ოპოზიციიდან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა“, ვერ გადალახავს ბარიერს და ჩვენ მივიღებთ, დაახლოებით, იმ რეიტინგს, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ რეალისტურია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას",- თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" 170-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics