19:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 22:54:29, 360 ნახვა

პოლიტიკა
„ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

გორში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის მხარს უჭერს პარტიას „ძლიერი საქართველო" და გეგმავს მასთან თანამშრომლობას  ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად, თუმცა მისივე თქმით, ის საარჩევნო სიაში არ იქნება.

"მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ. თუ მკითხავთ, მე კანონებთან მიმართებით უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული და მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეამაყებით და ვგრძნობ გამარჯვების ამ ემოციას. არა წარმატების, არამედ გამარჯვების, იმიტომ, რომ გამარჯვება არის ის, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics