|
2024-09-25 16:10:44, 1882 ნახვა
ხოშტარია - მე, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია სიაში ვიქნებით
მე, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია სიაში ვიქნებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიდგომას პლატფორმის ახალგაზრდებისთვის გადაცემის შესახებ თითოეული მათგანი იზიარებს. "ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი მოტივაცია არის, რას ვთავაზობთ საზოგადოებას და ნიკას პრინციპული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ხნის წინ პრაქტიკულად კოალიციის შექმნის დღიდან იყო, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა შესთავაზოს ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ ნახავთ სიაში, ახალ ხალხს პოლიტიკაში და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პრაქტიკულად, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა და ბოლომდე შეასრულა. ამიტომ, ჩვენ, მე, ზურა და ნიკა მელია სიაში ვიქნებით, თუმცა, თავისთავად სიის კომპოზიცია და მიდგომა, რაზეც ნიკამ ისაუბრა, ამას ვიზიარებთ აბსოლუტურად ყველა", - განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, დღეს, 25 სექტემბერს, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)