|
2024-09-25 15:43:11, 341 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება
რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, იმიტომ რომ ვაკეთებთ სწორ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციული მიღება მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს ნიუ-იორკშია დაგეგმილი. ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს, თავდაპირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. როგორც მედიასაშუალებამ დაწერა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. კობახიძის აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწო და 26 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრებოდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)