|
2024-09-24 14:25:41, 422 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორის წამყვანი ლიდერები ეწვევიან
საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა - 27 სექტემბერს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალური ტურიზმის ყურადღების ცენტრში იქნება. „ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვლენ, 25 მინისტრი სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი ლიდერები ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლები. ფაქტობრივად, სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი, სადაც განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ამ მასშტაბის წარმომადგენლობითი ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო არენაზე. მსოფლიო ტურიზმის დღის 2024 წელს საქართველოში ჩატარებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ 2023 წლის გაზაფხულზე ერთხმად დაუჭირა მხარი. მსოფლიო ტურიზმის დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)