|
2024-09-23 17:13:27, 342 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტულ კომპლექს „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის „არენა 1“ აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები „არენა 1“ აუზით სარგებლობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ „არენა 2“ აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო, დახურულია. „სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველს უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ასევე სერვისებისა და გარემოს მისაწვდომობის ბარიერები ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საზოგადოებაში ადრეული ასაკიდან ინტეგრაციის ხელშეწყობა აუცილებელია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის რეაბილიტაციის ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანია მათი თანაბარ პირობებში განვითარების უზრუნველყოფისთვის. სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით სწავლობს აღნიშნული ფაქტს და შესწავლის შედეგებს დამატებით აცნობებს საზოგადოებას",- აღნიშნულია აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)