12:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 15:16:07, 296 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება.

"დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

ამასთან, მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და ცესკოს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივ ტრენინგებს, ასევე, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics