19:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 13:21:23, 306 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ყველაფრის მართვა - ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები, თუ რომელი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ვისთან გაერთიანდება, „გარედან მიიღება".

როგორც კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანების შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული პროცესი ერთ-ერთი საელჩოდან იმართება". 

„ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს და როგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“,  დღეს შეიძლება, გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.  

როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანის ჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდ სახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალო გადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს, ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics