18:46 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 12:04:48, 293 ნახვა

საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წამომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

"თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ბაზაზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს, მიზანში სროლაში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად ისადილეს. 

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics