12:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-22 13:39:27, 283 ნახვა

საზოგადოება
ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა

საქართველომ, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ბათუმში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის წარმატებით ჩატარება უსურვა.

"ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას ისახავს მიზნად.

კონფერენცია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბურჯუ სანიმ დახურა და საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics