18:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 12:35:26, 316 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც  ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამ პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია იყო.

“ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ დაგეგმილ და განხორციელებულ საქმიანობებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის აქტიურად ახორციელებს, ასევე დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

თავის მხრივ კამერონ ქვინმა წარმატებები უსურვა საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გზებზეც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics