|
2024-09-19 15:58:00, 457 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარი და მოლოდინები
აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესების ხარჯზე. ე.წ. სენტიმენტების კუთხით, როგორც ჩანს, ვალუტის წმინდა შესყიდვის დინამიკა სექტემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე ეს ლარზე ნაკლებად აისახება. მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ეს ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საბაზო სცენარი, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის - დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს, დღევანდელი გადასახედიდანაც უცვლელია. ისევე როგორც, "თიბისი კაპიტალის" აზრით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობა. სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აგვისტოში გაზრდილია სებ-ის სავალუტო რეზერვები, რაც, წინასწარი მონაცემებით, ვალუტის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდეს. ამ მხრივ, სექტემბრის ოპერატიული ინფორმაცია ჯერ არაა ხელმისაწვდომი. ამასთან, "თიბისის არხებით" განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მაღალი ზრდა სექტემბერშიც ფიქსირდება. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)