|
2016-02-22 13:47:30, 492 ნახვა
პოლიტიკა
"რესპუბლიკელები" თოფაძის მიერ ხიდაშელის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე ამ ეტაპზე საჯარო დებატებს წყვეტენ
"რესპუბლიკელები" გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე ამ ეტაპზე საჯარო დებატებს წყვეტენ "რესპუბლიკელები" გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე საჯარო დებატებს წყვეტენ, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ მსჯელობა კოალიციის შიდა ფორმატში მოხდება. "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმედი აქვთ, მსჯელობის შედეგად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას, მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. თუმცა, "რესპუბლიკელები" ასევე აღნიშნავენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. "ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი. აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდა ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები, რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში - საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, "რესპუბლიკური" პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი. კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის", - ნათქვამია "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარის განცხადებაში.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)