|
2024-09-18 15:17:29, 375 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი ივანიშვილის განცხადებაზე - საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა და მარადიული დაპირისპირების ამაოება ბევრისთვის ცხადი გახდა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კარასინმა აღნიშნა, "ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა და მარადიული დაპირისპირების ამაოება ბევრისთვის ცხადი გახდა". "ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელ ტონს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ დიდი ინტერესი მოჰყვა კავკასიაში და მთლიანად მსოფლიოში. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. სულ უფრო იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდ განვითარებას. საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში გამწვავება ასევე ხელს უწყობს მათ მსოფლიოში, ვინც მათ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს დესტაბილიზაციაში საქართველოსა და რეგიონში", - განაცხადა კარასინმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)