|
2016-02-22 11:54:11, 1734 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანი სოფელ დიდ ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, გასული წლის ივნისიდან, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი" აწარმოებდა. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 393 562 ლარია გამოყოფილი. ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)