22:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 14:59:14, 249 ნახვა

პოლიტიკა
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობამ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებები სათბურის გაზების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტული სამრეწველო და საავიაციო საქმიანობებისთვის სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღება, რომელიც მონიტორინგის გეგმის მომზადებას და ავტორიზაციის გამცემი ორგანოსათვის წარდგენას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონში ცვლილებების შეტანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილია. ის პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის სისტემას (ETS) და ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM).

"სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის (MRV) მოთხოვნები 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სათბურის გაზების გაფრქვევებზე გავრცელდება. რეგულაციის დანერგვა ეროვნულ მარეგულირებელს ქვეყნის კლიმატის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასების შესაძლებლობას მისცემს.

სათბური გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე 1000 ლარით, ხოლო განმეორებით 2000 ლარით დაჯარიმებას, დადგენილი ფორმითა და ვადებში ანგარიშის წარუდგენლობა თავდაპირველად გაფრთხილებას, განმეორებით - 1000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულების დარღვევა 800 ლარით, განმეორებით კი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics