|
2024-09-13 15:17:27, 324 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები აღვადგინოთ
ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები "ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ბედი უნდა განსაზღვროს". “გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობით პალატაში, უმაღლეს პალატაში - სენატში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად, საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა, რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველოსთვის აირჩიონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები; აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს, მათ შორის, გაწევრიანების ფონზე მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მილიარდობით ევრო ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ასევე კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - მაგალითად - ეს 14-მილიარდიანი ფონდი სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში გამოიყენეს იმისთვის, რომ სუბსიდირება მომხდარიყო კომუნალური გადასახადების, საჭიროების მქონე ოჯახებისთვის, ან აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად დევნილები; მომხდარიყო ათასობის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება გაცვლითი პროგრამების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეების დაფინანსება - ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც მომენტალურად - რომელ წამსაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე - ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან",- ამბობს ბოკუჩავა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)