15:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 11:50:45, 556 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 69 დრონიდან 44 გავანადგურეთ

გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 69 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 44 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 4 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო 3 უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

"საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics