01:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 21:02:29, 357 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ასევე დეტალურად ისაუბრეს ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც საარჩევნო ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი – 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდა 15 400 წარმომადგენლის დასწრება,  მათ შორის პარტიების – 12 200, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების 3 200 წარმომადგენლის. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა პოლიტიკური პარტიის – 1592-მა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 461-მა წარმომადგენელმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ შესაძლებლობით მხოლოდ პოლიტიკური პარტიების – 597-მა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა ისარგებლა.  შესაბამისად, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა, მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics