2024-09-04 11:17:58, 336 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს 12 წლის განმავლობაში თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.
"შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები“, - ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი შეეხება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, განსაკუთრებით ისრაელის ღაზაზე თავდასხმებს.
სისის ჩასვლა ანკარაში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ხოლო ერთობლივი პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,