23:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 09:39:33, 365 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - 4-5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებელი არ შეასრულებს

გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი  “ჯრს“  (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს “ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი მოემსახურება.

“იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.

"საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით  შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია  განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics