05:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 17:16:34, 421 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს

პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, პოლონეთი და უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებიც ვალდებული არიან, ჩამოაგდონ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები, ვიდრე ისინი ამ სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში მოხვდებიან.

"ნატოს წევრობა არ აუქმებს თითოეული სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. ეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც მტრის რაკეტები ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მიფრინავენ, მათი ჩამოგდება იქნება კანონიერი თავდაცვა, რადგანაც როგორც კი ეს რაკეტები გადაკვეთენ ჩვენს საზღვარს, ჩნდება მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ მათი ნამსხვრევების შედეგად ვინმე დაშავდა", - განაცხადა სიკორსკი.

მისივე თქმით, პოლონელმა სამხედროებმა უნდა ჩამოაგდონ ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიტანილი იერიშების დროს გადაუფრენენ პოლონეთის ტერიტორიას და ეს მაშინაც უნდა გააკეთონ, როდესაც არ იციან, რას წარმოადგენენ ეს ობიექტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics