23:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-31 23:15:45, 404 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დაამობილიზა იურიდიული ელიტა

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" დაამობილიზა​საკუთარი „იურიდიული ელიტა", თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომელებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები და მათი არგუმენტები. 

„გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები და მგონია, კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელოდებათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს, ერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და მეორე, აშკარად დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე. 

დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე დეტალურად იყო განხილული ვფიქრობ, ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. იმ  შემთხვევაში, თუ მეორე მხარესაც იქნებოდნენ პოლიტიკოსები, რეალურად ეს განხილვა გადავიდოდა სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჭრილში ამ საკითხის განხილვა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა" სამ ახალგაზრდა გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics