|
2024-08-30 15:17:36, 254 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რაიმე წარმატებას თუ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწიეთ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციებს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს, როგორიც ადრე, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით იქნა მიღებული. კალაძის თქმით, "თუკი რაიმე წარმატებას მიაღწიეს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს "ქართული ოცნების" პირობებში მოხდა, ეს გუნდი ამ მნიშვნელოვან საქმეს ბოლომდე მიიყვანს". "თქვენ იცით, რომ საქართველოს მიმართ აქვთ არასწორი დამოკიდებულება, არასამართლიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუნდაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო. უკრაინას და მოლდოვას მისცეს და საქართველო დაჩაგრეს. ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ ხელისუფლების წინააღმდეგ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა "ქართული ოცნების" პირობებში და ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ მნიშვნელოვან საქმეს მიიყვანს ბოლომდე. ამ გზაზე შეიძლება იყოს შეფერხებები და ბარიერები, მაგრამ ჩვენი სიმტკიცით, მშვიდობით და ეკონომიკური განვითარებით ყველა ბარიერს გადავლახავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს, ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკური განვითარებას გულისხმობს, საქართველო შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)