23:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 16:08:58, 440 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - აშშ-ს საქართველოსთვის 6,2 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი - „რუსული კანონის“ გამო პარტნიორებს დახმარების შეჩერება უწევთ

ამერიკის შეერთებულ შტატების ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ  გივი მიქანაძის ბრიფინგს.

ბოკუჩავას განცხადებით, “ქვეყანაში, სადაც შემაშფოთებელ ნიშნულზე გვაქვს ფემიციდის ნიშნული, სადაც ქალებზე ძალადობენ, ხელისუფლებამ სამიზნედ ისევ ქალები აირჩია, გააუქმა კვოტირება და დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან, რადგან ემიგრაციაში მყოფთა 60% ქალია. "ქართული ოცნებისგან" მხრიდან ქალების ამოღება მიზანში შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გაგრძელებაა იმ მიზოგინიური, ქალთმოძულე პოლიტიკისა, რასაც ის ბოლო პერიოდში ატარებს. რაც შეეხება კამპანიას,ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხამდე მშვიდად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი.

“მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორიც არის საავადმყოფოებისა და სკოლების აღდგენა, ეკლესიების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ნაცვლად ამგვარი დაფინანსების და დახმარების გაზრდისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება.

სამწუხაროდ, ეს თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე არის კიდევ ერთი გამოვლინება “ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილების, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის რუსული კანონი, რომელიც დღეს განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics