10:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 16:14:30, 544 ნახვა

საზოგადოება
სპორტულ-გასართობი მოედნები თბილისის კიდევ 35 საბავშვო ბაგა-ბაღში მოეწყობა

 დედაქალაქის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედნები  გაკეთდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპის მსგავსად, ამჯერადაც შეირჩა ის ბაღები, რომლებშიც  სპორტულ-გასართობი მოედნები ან საერთოდ არ არსებობდა, ან საკმაოდ მოძველებული იყო.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი,ბაღებში სპორტულ-გასართობი მოედნების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე,  უკვე  დასრულდა.

ეზოებში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები (სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით), აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგება კაუჩუკის ფილები.

ეზოები მოეწყობა შემდეგ საბავშვო ბაღებში: №1, №9, №17,№22, №34,  №36, №40,№ 41 №45 №51,  №59 №63,  №72, №80, №83, №92, №100, №109, №112, №117,  №153, №155-№163, №167, №170, №181, №185, №192, №198, №205, ,,პირველი ლოგოპედიური, „ნასაგურალი“, „ტაბახმელა“, „ჩიორა“.

გასულ წელს  სპორტულ-გასართობი მოედანი  თბილისის 40 ბაღში მოეწყო. პროცესი თბილისის სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად გაგრძელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics