|
2024-08-26 15:35:21, 312 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა - ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი
არ ვიცი, რატომ ეყრდნობით რუსეთის დაზვერვის განცხადებას, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა. "რატომ ხართ ასე ძალიან მიჯაჭვული რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებებზე? ესეც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს თქვენთან და ზოგადად, ოპოზიციასთან მიმართებაში. ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება?! აგერ ოპოზიციონერები გამოდიოდნენ, პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა ვინმე სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! - პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?!", - განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის ვარაუდს, რომლის მიხედვით, ბოლო დროს, რუსეთი ხშირად ერევა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო გარემოში, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო გარემოში ჩარევის უფლებას არავის მისცემს. "ამის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა. ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი. რა თქმა უნდა, მცდელობა არის, რასაც მოწმობს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დანიის მთავრობა, რომელიც აფინანსებს ოპოზიციური სპექტრის გასვლებს რეგიონებში და პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს ნორმალურია?! ნორმალურია, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის, საპროტესტო აქციაზე გამოსულ ადამიანებს ხვდება და რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს ნორმალური პროცესია?! ამიტომ ვამბობ, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში. "გამჭვირვალობის კანონი" სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვინ გეგმავს რევოლუციას საქართველოში, ვინ ებრძვის ეკლესიას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ა.შ", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)