2024-08-22 23:20:05, 2557 ნახვა
Lifestyle
ვოლოდიმერ ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ლეგენდის წოდება მიანიჭა
![]() უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის ლეგენდის წოდება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს მიანიჭა. დაჯილდოების ცერმონია კიევში მარინის სასახლეში გაიმართა. ჯილდო ფარაჯანოვის საზოგადეობას გადაეცემა, რომელიც კიევში მოღვაწეობს. სერგო ფარაჯანოვი, რომელიც თბილისში დაიბადა, უკრინაში დიდიხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ”უკრაინა ჩემი სამშობლოა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა, იქ შევქმენი ჩემი პირველი შედევრი, ”დავიწყებული წინაპრების ჩრდილები”, იქ გავხდი გენიოსი, იქ დაიბადა ჩემი შვილი უკრაინამ, უკრაინამ დამანგრია." - წერდა გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებში. ამა წლის იანვარში უკრაინაში "მამათმავლობისთვის" გასამართლებული ფარაჯანოვი ოფიციალურად რეაბილიტირდა. რეაბილიტაციის ეროვნული კომისიის მოხსენებაში წერია, რომ საქმის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ფარაჯანოვის დაპატიმრებისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივი. უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ფარაჯანოვის რეაბილიტაცია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გასამართლებული სხვა უკრაინელი დისიდენტების საქმეების ხელახლა შესწავლას ხელს შეუწყობს. პირველად ფარაჯანოვი "მამათმავლობის" ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს, რეჟისორმა საკუთარი "ბრალი" არ უარყო. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ უკრაინელი რეჟისორის ალექსანდრ დოვჟენკოს შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს. 1973 წლის ბოლოს ფარაჯანოვი კიევში მეორედ დააკავეს, გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორმა ვადა ურთულეს პირობებში, მკაცრი რეჟიმის ბანაკში მოიხადა და პატიმრობიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა. 2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|