|
2016-02-19 12:42:07, 1145 ნახვა
პოლიტიკა
EPN-Research გამოკითხვის შედეგები: საქართველოს ქალაქებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს
EPN-Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს ქალაქებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. კერძოდ, კითხვაზე - ხვალ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 37% - 74რ; კოალიცია „ქართული ოცნება“ – 34% – 68 რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18% – 36 რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 9% – 18 რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 2 % – 4 რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200). ქუთაისი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 34 % – 68რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 28 % – 56რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 22 % – 44რ; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 7 % – 14რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 5 % – 10რ; „ლეიბორისტული პარტია“ - 3 % – 6რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 1 % – 2რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200). ზუგდიდი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31 % – 62რ; კოალიცია „ქართული ოცნება“ – 21 % – 42რ; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 20 % – 40რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 11 % – 22რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 8 % – 16 რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 6 % – 12რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 3 % – 6რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200). გორი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 39 % – 68რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27 % – 54რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 19 % – 38რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 7 % – 14რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 6 % – 12რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 2 % – 4რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200). თელავი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 42 % – 84რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 31 % – 62რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 24 % – 48რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2 % – 4რ; სხვა პოლიტიკური პარტიები - 1 % – 2რ. (რესპოდენტთა რაოდენობა – 200). თბილისი: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 29% – 290რ; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 22 % – 220რ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17 % – 170რ; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 13 % – 130რ; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 12 % – 120რ; „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" – 7 % – 70რ. ( რესპოდენტთა რაოდენობა - 1000). ცნობისთვის, ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში. EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ. EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის. EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)