05:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 15:11:12, 428 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა - ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს

ხატია დეკანოიძე პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

თავის მხრივ ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ".

"ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ.  ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის მარტში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics