05:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 11:07:14, 406 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - გვაქვს ყველა შესაძლებლობა, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები

ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ხარისხში გადაყვანა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით.

“რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ვესაუბროთ ამერიკელ ლიდერშიფს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა დააზიანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა.

ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც მოუტანს ძალიან დიდ სიკეთეს ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics