|
2024-08-19 13:20:54, 378 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი ibis Styles Batumi - სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო ბათუმში
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, საერთაშორისო ჯგუფ Accor-ის პირველი სასტუმრო ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტი, ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ibis Styles-ის სასტუმროები შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, მოგზაურების სასურველ ბრენდად აყალიბებს. ibis Styles ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით გამოირჩევა. სასტუმროს დიზაინის შთაგონებად სპორტული თემატიკაა გამოყენებული, რაც ინტერიერს სახალისოს, ფერადს და ენერგიულს ხდის. სასტუმრო მომხმარებელს 121 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, 80-მდე სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს და სპორტული აქტივობით აღჭურვილ საზოგადოებრივ სივრცეებს სთავაზობს. “ბათუმი ყოველთვის იყო და არის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება თავისი ბუნებით, ისტორიით და რა თქმა უნდა სტუმარმასპინძლობით. წარმატებული პროექტის განსახორციელებლად საჭიროა იყო სწორ დროს სწორ ადგილას და სწორი რესურსით. სწორედ ამ რესურსს წარმოადგენს ბაზისბანკი, რომელიც პროექტის დაწყების პირველივე დღიდან პარტნიორის სტატუსით დგას ჩვენს გვერდით დასახული მიზნის მიღწევაში. ბაზისბანკის პროფესიონალიზმისა და ამავდროულად მოქნილობის წყალობით ჩვენმა ჯგუფმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ბუნებასთან შერწყმული პრემიუმ კლასის სასტუმრო გრინვუდი. ჩვენი ჯგუფი აგრძელებს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“,- აცხადებს პროექტის მენეჯერი, კონსტანტინ მეგრელიშვილი. “გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული სასტუმრო გაიხსნა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ჯგუფთან როგორც პარტნიორული, ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით“,- აცხადებს ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ჯაბა კასრაძე. ბაზისბანკის დაibis Styles Batumi-ის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)