09:36 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-17 11:45:37, 475 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი თანამედროვე სწრაფმავალი სამაშველო კატარღები შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ 6 ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. 

"თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია, როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics