|
2024-08-15 14:05:45, 465 ნახვა
პოლიტიკა
პოლიანსკი - წარმოგიდგენთ „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას - გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც დასავლელი კოლეგები სასაუბროდ გამოვლენ
ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს,- ამის შესახებ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლიანსკიმ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აქცენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გააკეთა. "მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოგიდგენთ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ციტატა შემდეგია: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე" - ციტატის დასასრული. გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან სასაუბროდ",- თქვა პოლიანსკიმ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)