06:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 10:52:12, 319 ნახვა

პოლიტიკა
ჩაკვეტაძე - ასე აკეთებენ „ნაცები“ „ფეიკ-ნიუსს“ - ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის, გენახათ, გადამოწმებადია პირადი ნომრით

“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე “ბიემჯის” სტატიას, სადაც საუბარია, რომ ჩაკვეტაძემ მმართველ პარტიას წლიურ სადეპუტატო ხელფასზე 13.8%-ით მეტი თანხა შესწირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ჩაკვეტაძის განცხადებით, პარტიის შემომწირველი რომ სხვა გიორგი ჩაკვეტაძეა, პირადი ნომრით მარტივად გადამოწმებადი იყო, თუმცა “ბიემჯიმ” "ფეიკ-ნიუსი" გაავრცელა.

“ასე აკეთებენ "ნაცები" "ფეიკ-ნიუსს". დეკლარაციის შევსება რომ არ გინდათ და ლამის ქვეყანა გადააყოლეთ ეს გავიგეთ. ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის, იქნებ, ეგეც გენახათ. მარტივად გადამოწმებადია პირადი ნომრით.

"ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და შესაბამისად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს სურვილი პარტიას თავისი დანაზოგი შესწიროს! 

მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩემი მოსახელე და მოგვარე აღმოჩნდა. 

"ბიემჯი" ხელფასების დათვლას, პასუხი გაგვეცით, ვისი ბრალია?! ეს ვისი ბრალია?!“ - წერს ჩაკვეტაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics