|
2024-08-14 14:32:40, 397 ნახვა
საზოგადოება
გლდანის VI მიკროს N10 კორპუსში საერთო სარგებლებობის აივნების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს, მათ შორის, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსში საერთო სარგებლობის ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც 59 000 ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, მსგავსი ტიპის სამუშაოები გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და N23 ბ კორპუსებშიც მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში, სადარბაზოების დაზიანებული საერთო სარგებლობის აივანები ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება, ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია, იგება ფილები. VI მიკრორაიონის N10 კორპუსში აღნიშნული სამუშაოების გარდა, გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე კი სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რვავე სადარბაზოში 6 500 გრძივ მეტრზე ხორციელდება და 79 266 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)