|
2024-08-13 15:19:45, 485 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ომის საკითხს სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანციაა
"ქართული ოცნება" ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს. 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ბოკუჩავას თქმით, 2008 წლის ომის თემაზე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს და სამართლებრივი შეკითხვები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიხსნა. “ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და რომელმაც გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და პროპაგანდას არ წამოეგება. 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული“,- აღნიშნა ენმ-ის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, დღეს, 13 აგვისტოს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "დადგა დრო, დამნაშავეებმა პასუხი კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ".
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)