07:49 - 08 May, 2026
|
2024-08-10 15:43:32, 365 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)