|
2024-08-09 12:14:19, 452 ნახვა
სამართალი
SJC - ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ძალადობრივ ფაქტზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით და არაეფექტიანად მიმდინარეობს
ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით და არაეფექტიანად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) ავრცელებს. როგორც SJC-ს განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, "სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება უზრუნველყოს". "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების მყისიერად ჩატარების და ქმედებისთვის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ თსუ-ს სტუდენტის ნიკოლოზ მანაგაძის ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიება ფორმალურია და არასწორი, უფრო მსუბუქი (ჯგუფური ძალადობა, გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი) მუხლით მიმდინარეობს. ჯგუფის წევრების ქმედებებისა და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი). ძალადობრივი ჯგუფის წევრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაციამ, რა დროს ტოვებდა ნიკოლოზ მანაგაძე უნივერსიტეტს, ისინი წინასწარ იყვნენ მობილიზებულები შესაბამის ტერიტორიაზე და ფიზიკური ძალადობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები ვერ შეფასდება, როგორც ცალკე აღებული, დამოუკიდებელი, სპონტანური, ჯგუფური ქმედება, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე ჩადენილად. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 7 ივნისის თავდასხმა არ ყოფილა ნიკოლოზ მანაგაძეზე განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა. მას ფიზიკურად გაუსწორდა კობახიძის ლექციის პარალელურად მობილიზებული პირთა ჯგუფი იმავე ადგილას 2024 წლის 20 აპრილსაც. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არცერთი შემთხვევის ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა. სახიფათო და ნიშანდობლივია ისიც, რომ რეაგირების გარეშე დატოვა სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის 6 ივნისის განცხადებაც, რომელიც შეეხებოდა 2024 წლის 19 მაისს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნიკოლოზ მანაგაძის სახლთან ნიღბიანი პირების მობილიზებას. სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას, რადგან ის ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული. დასახელებული მოქმედებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია გამოვლენილ ქმედებებს მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხდარისათვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა, ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა და დროული დასჯა. ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აგრძელებს გამოძიების პროცესში ნიკოლოზ მანაგაძის ინტერესების დაცვას",- აღნიშნულია განცხადებაში.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)