2024-08-09 09:26:30, 414 ნახვა
მსოფლიო
მედია - კურსკში, რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთში, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი რილსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ბელოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბელუსოვმა აღნიშნა, რეგიონის უსაფრთხო ზონებში საზღვრის მცხოვრებლებისთვის დროებითი მოთავსების ცენტრები მოეწყო.
“რეგიონის მოსახლოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებს შეუძლიათ, გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის", - განაცხადა ბელუსოვმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და სხვა ორგანოები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,