13:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 12:10:02, 366 ნახვა

მსოფლიო
WP - ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ „ჰამასის" ლიდერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი პასუხიმგებლობის შესახებ აცნობა, რაც ირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიეს სიკვდილის შემდეგ, "დაძაბულ" საუბარს ჰქონდა ადგილი.

Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა აღშფოთებით უპასუხეს “ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც "მარცხი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის".

შეგახსენებთ, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics