|
2024-08-07 09:37:42, 345 ნახვა
მსოფლიო
ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ „ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურად იაჰია სინვარი დაინიშნა
"ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფების პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი "ჰამასზე" დაყრდნობით ავრცელებს. "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა "ჰამასი" აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად... ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი",- ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში. შეგახსენებთ, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)