|
2024-08-06 13:20:15, 398 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სასტუმროს ცეცხლი წაუკიდეს - დაიღუპა 18 და დაშავდა 10-მდე ადამიანი [ვიდეო]
ბანგლადეშში, ქალაქ ჯაშორში მდებარე სასტუმრო Zabeer International-ს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად, 10-მდე ადამიანია დაშავებული. “სასტუმროში, რომელიც სავარაუდოდ, პარტია Awami League გენერალურ მდივანს, შაჰინ ჩაკლადარს ეკუთვნოდა, ხანძარი საღამოს 4 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება საღამოს 8 საათისთვის შეძლეს“,- წერს მედია. შეგახსენებთ, ბანგლადეშში, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა, რასაც სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. 2 დღის წინ, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დაწესდა, რკინიგზამ კი მუშაობა შეაჩერა. გუშინ, 5 აგვისტოს შეიხ ჰასინამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ის ინდოეთში გადავიდა და აპირებს, თავშესაფარი დიდ ბრიტანეთს სთხოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)