|
2024-08-06 13:10:30, 386 ნახვა
მსოფლიო
ABC News - ისრაელმა „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ კიდევ 2 მეთაური მოკლა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა 5 აგვისტოს დაადასტურეს, რომ ლიბანზე მიტანილი იერიშის შედეგად "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური ალი ჯამალ ალდინ ჯავადი, ხოლო ღაზაში 2 სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ჯაბერ აზიზი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ღაზას 2 სკოლაზე განხორციელებული ავაიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი - ძირითადად, ქალები და ბავშვები. ალი ჯამალ ალდინ ჯავადი "ჰეზბოლას" სპეცდანიშნულების რაზმის "რადვანის" მეთაური იყო. მისი სიკვდილი ასევე დაადასტურა "ჰეზბოლამაც". რაც შეეხება აზიზს, ის "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე 2020 წლიდან იყო. "აზიზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის ტერაქტში და ხელმძღვანელობდა ალ ფუკარნის ბატალიონის მომზადებასა და გაწვრთნას",- წერს მედია. გარდა ამისა, აზიზი მონაწილეობას იღებდა საზღვართან მდებარე ისრაელის ქალაქებში ტერორისტების შეღწევის მცდელობაშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)