|
2024-08-02 10:39:55, 417 ნახვა
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი - მივესალმები პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას და აცხადებს, რომ კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ფონ დერ ლაიენის თქმით, “ეს პროცესი არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის“. “მივესალმები რუსეთში ტყვედ მყოფი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების უდანაშაულო მოქალაქეებისა და სამართლიანი რუსი დემოკრატების გათავისუფლებას. კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ეს აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას. ეს არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის, ვინც იბრძოდა მათი თავისუფლებისთვის“,-წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)