16:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 13:42:40, 439 ნახვა

მსოფლიო
რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი ზვართნოცის აეროპორტში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს.

პროტოკოლში აღნიშნულია, რომ "სომხური მხარე რუსეთს ხანგრძლივი ერთობლივი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს".

რუსი მესაზღვრეები აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics