16:27 - 29 Apr, 2026
|
2024-08-01 09:33:06, 443 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა
"ჰეზბოლამ“ დაჯგუფების უმაღლესი სამხედრო მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, შუქრის ცხედარი შენობის ნანგრევებში იპოვეს. ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 ივლისს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე ინფორმაცია გაავრცელა ლიბანში მოქმედმა დაჯგუფებამ და შუქრის დაღუპვა არ დაადასტურა. შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, "ჰეზბოლას" ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, "მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)